Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

5 ცვლილების წესი მომავალ სეზონშიც დარჩება?

პანდემიის შემდეგ ფეხბურთი განახლებული წესებით დაგვიბრუნდა და მათ შორის ერთ-ერთი თამაშის დროს ცვლილებების რაოდენობას ეხება.გუნდებს თითო თამაშში 3-ის ნაცვლად 5 ცვლილების განხორციელება შეუძლია,რაც გადატვირთული გრაფიკის გამო ფეხბურთელების ტრავმების თავიდან ასაცილებლად არის მიმართული.

რამდენიმე წამყვანმა გამოცემამ დაადასტურა,რომ საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაცია(IFAB) კვირის ბოლოს შეიკრიბება და ამ წესის მომავალ სეზონში დატოვებაზე იმსჯელებს.

მომავალი სეზონის გვიანი სტარტი კიდევ ერთხელ გამოიწვევს დატვირთული კალენდარის შექმნას და ფეხბურთელების ტრავმიანობის შანსი კვლავ გაიზრდება.

მეორე ეშელონის გუნდებმა ეს სიახლე უკვე გააპროტესტეს,რადგან მათ აზრით,გრანდებთან შედარებით მათ გუნდებს ისეთივე ძლიერი სათადარიგო შემადგენლობა არ ჰყავთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.