50 მილიონი კიეზას სანაცვლოდ

მანჩესტერ იუნაიტედმა ფიორენტინას ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა.

მანჩესტერ იუნაიტედი 22 წლის იტალიელს ჯადონ სანჩოს იაფ ალტერნატივად მიიჩნევს,თუმცა ფიორენტინა მას მინიმუმ 65 მილიონ ევროდ აფასებს.

კიეზამ მიმდინარე სეზონში 26 თამაშში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.მისი შეძენა მანჩესტერის გარდა იუვენტუსს და ინტერსაც სურთ,თუმცა წითელი ეშმაკების წინადადება მოთხოვნილ თანხასთან ყველაზე ახლოს არის.

ინგლისური მედიის აზრით,მხარეები მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე დღეა აწარმოებენ და ტრანსფერის დახურვას 60 მილიონ ევროდ ვარაუდობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.