Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

55 მილიონი ევრო ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ

მანჩესტერ იუნაიტედმა ფიორენტინას ფედერიკო კიეზას სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო შესთავაზა.

იტალიელი ფეხბურთელი სერია ა-ში ერთ-ერთ უნიჭიერეს ახალგაზრდად მიიჩნევა და მას მსურველები როგორც ქვეყნის შიგნით,ასევე მის გარეთ ძალიან ბევრი ჰყავს,თუმცა პირველი ნაბიჯი მათ შორის წითელმა ეშმაკებმა გადადგეს.

La Nazione-ს ინფორმაციით,ფიორენტინამ მანჩესტერის წინადადება მყისიერად დაბლოკა, რადგან ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 65 მილიონი ევრო სურთ.

ფიორენტინას 22 წლის ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში 10 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.