Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

6 რამ, რაც მილანმა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში უნდა გააკეთოს

მილანს გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი პერიოდი ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს როსონერიმ ეს ყველაფერი უკან მოიტოვა და მზად არის, იტალიური და ევროპული ფეხბურთის მწვერვალზე დაბრუნდეს.

მათ 2020 წელს 35 მატჩში 79 ქულის მოპოვება მოახერხეს, ყველაზე მეტის, ვიდრე სხვა სერია ა-ს გუნდმა და ფაქტია, რომ პიოლის გუნდი სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა მილანს სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი აქვს, მათ შორის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში.

1.იპოვნოს ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელი

მილანი ზლატან იბრაჰიმოვიჩის იმედზე დიდი ხანივერ იქნება. ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლები, მისი ხასიათი და ლიდერის თვისებები როსონერის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი გახდა, თუმცა ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი 39 წლის არის და ამ ფაქტის უგულებელყოფა მილანს კარგს არაფერს მოუტანს.

ყველა კარგ თუ ცუდ ისტორიას დასასრული აქვს და მილანი იბრაჰიმოვიჩის გარეშე ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს. რაფაელ ლეაო შესაძლოა კარგ ვარიანტად მოსჩანდეს, თუმცა მილანი მის იმედად ვერ დარჩება, რადგან 21  წლის პორტუგალიელი ჯერჯერობით სტაბილურობით არ გამოირჩევა.

ახალგაზრდა ფორვარდის გაფორმება, რომელიც თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება და იბრასგან ბევრს ისწავლის, მილანის ერთ-ერთი საზრუნავი იქნება.

2. გაუხანგრძლივოს კონტრაქტი ჩალჰანოღლუს

მიმდინარე სეზონში ჰაკან ჩალჰანოღლუ არის ერთადერთი ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში, რომელმაც 50-ზე მეტი სახიფათო მომენტი შექმნა, კერძოდ კი 53.

ჩალჰანოღლუმ მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა, 9 საგოლე გადაცემა გააკეთა და ყოველთვის, როდესაც ის ბურთს ეხება, მეტოქის კართან სახიფათო მომენტის შექმნას ახერხებს.

გარდა ამისა, ის ჯერ კდიევ ძალიან ახალგაზრდაა. 26 წლის ფეხბურთელს შეუძლია, რომ მილანის ლიდერი დიდი ხანი იყოს და როსონერის მისი შემცვლელის ძიების ნაცვლად, ჰაკანის შენარჩუნება მართებს.

3. გაიფორმოს უმაღლესი დონის ცენტრ-ფორვარდი

სიმონ კიაერის ტრანსფერმა ნამდვილად გაამართლა, თუმცა გუნდი 31 წლის ფეხბურთელზე დამოკიდებული დიდი ხანი ვერ იქნება.

დონარუმამ, კალაბრიამ,  რომანიოლიმ და ტეო ერნანდესმა სოლიდური და ძალიან ახალგაზრდული უკანა ხაზი შექმნეს, თუმცა აშკარაა, რომ ამ ხაზს დასრულება სჭირდება.

კიაერი ყოველთვის, როდესაც თამაშობს, ძალიან სტაბილური და მაღალი დონის მცველის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ასაკთან ერთად მისი ტრავმების სიხშირეც მატულობს და თუ როსონერის უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურს, მათ ერთი ცენტრალური მცველის დამატება აუცილებლად მოუწევვს.

4. გაახანგრძლივოს კონტრაქტი ჯიჯო დონარუმასთან

დონარუმა სულით ხორცამდე მილანისტაა და ეს როსონერის ხელმძღვანელობამ ყველაზე უკეთ იცის.

ტოპ გუნდებს ტოპ მეკარეები სჭირდებათ და უცნაური იქნება, თუ როსონერი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კიპერს წასვლის საშუალებას მისცემს.

მილანის აკადემიის აღზრდილი დონარუმა ძირითად გუნდში 16 წლის ასაკში გადავიდა და 21 წლისას უკვე 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული…

მან თავისი კლასი მიმდინარე სეზონში არაერთხელ გამოავლინა და ისიც ნათელია, რომ ჯიჯოს კიდევ უფრო მეტის პოტენციალი აქვს, ამიტომ მალდინი ვალდებულია, დონარუმა შეინარჩუნოს, თუმცა ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე ეს რთული არ უნდა იყოს.

5. გაანათხოვროს პიერ კალულუ

კიაერის არყოფნის პერიოდში პიერ კალულუს სათამაშო დრო მიეცა და მან ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა, თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ კიაერის დაბრუნების შემდეგ ის კვლავ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლებს.

19 წლის ფეხბურთელისთვის ახლა მთავარი სათამაშო პრაქტიკის მიღებაა და ალბათ მისი ისეთ გუნდში გაშვება, სადაც რეგულარულად მოხვდება სასტარტო შემადგენლობაში, სწორი გადაწყვეტილება იქნება.

6. იფიქროს დიეგო დალოტის საბოლოოდ გაფორმებაზე

ბევრს ეგონა, რომ დიეგო დალოტის მილანში მოსვლა მის ძირითად თერთმეტეულში დაყენებას ნიშნავდა, თუმცა დავიდე კალაბრიას სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშმა დალოტის დრო შეზღუდა და მას უფრო მეტად დრო ევროპა ლიგის მატჩზებზე ეძლევა.

თუმცა, ეს ცუდი რამ სულაც არ არის. დალოტი გუნდში ყოფნამ ფეხბურთელებს შორის საჭირო და ჯანსაღი კონკურენცია შექმნა, პიოლის კი როტაციის საშუალება მისცა. იუნაიტედი დალოტს თავისი გუნდის რიგებში ვერ ხედავს და სავარაუდოდ როსონერი მის გაფორმებას იაფად მოახერხებს.