Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

6 ყველაზე მომგებიანი მაისურის სპონსორი სერია ა-ში…

დღეს ინტერი მაისურის ახალ სპონსორთან – Socios-თან პარტნიორობას ოფიციალურად დაადასტურებს, რაც ნერაძურის სეზონში 20 მილიონ ევროს მოუტანს და ის ამ მაჩვენებლით სერია ა-ში მე-3 ადგილზე განთავსდება, საუკეთესო ექვსეული კი ასე გამოიყურება:

1. იუვენტუსი: Jeep – 45 მილიონი სეზონში
2. ფიორენტინა: Mediacom – 25 მილიონი ევრო სეზონში
3. ინტერი: Socios.com – 20 მილიონი ევრო სეზონში
4. სასუოლო: Mapei – 18 მილიონი ევრო სეზონში
5. რომა: DigitalBits – 12 მილიონი ევრო სეზონში
6. მილანი: Emirates – 10 მილიონი ევრო სეზონში