Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

60 მილიონი მილინკოვიჩის სანაცვლოდ

პსჟ ლაციოს ნახევარმცველის, სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე კვლავ გააქტიურდა და არწივებს მის სანაცვლოდ 60 მილიონი შესთავაზა.

ფრანგები ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ და მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე მილინკოვიჩი იქნება.

Corriere della Sera-ს მტკიცებით, ეს წინადადება განწირულია, რადგან ლოტიტო ფეხბურთელის სანაცვლოდ იანვარში 80 მილიონს ითხოვდა და ახლა, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფეხბურთელს ასე მარტივად შეელიოს.

მილინკოვიჩ-სავიჩი ლაციოს 2015 წელს შეუერთდა, გუნდის რიგებში 206 მატჩი ჩაატარა და 36 გოლის გატანა მოახერხა.

Leave a Reply

Your email address will not be published.