Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

644 დღის შემდეგ, მილანი ევროპას უბრუნდება

მილანი ხვალ დუბლინში გაფრინდება და 17 სექტემბერს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ადგილობრივ შემროკ როვერსს დაუპირისპირდება.

მილანს ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად 3 ერთ-მატჩიანი დუელის მოგება დასჭირდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი შეცდომა გუნდს შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს.

როსონერიმ ბოლოს ევროპულ ტურნირებზე 644 დღის წინ, 2018-19 წლების სეზონში ითამაშა, როდესაც ოლიმპიაკოსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

მილანისთვის საბედნიეროდ, ტრავმის მოშუშება მოასწრო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომლისთვისაც მილანის შემადგენლობაში ევროპა ლიგის სადებიუტო შეხვედრა იქნება. მილანში პირველად თამაშის დროს როსონერი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა…

გუნდის შემადგენლობაში იქნებიან ბრაჰიმ დიასი და სანდრო ტონალი, თუმცა თუ ესპანელს დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში ვიხილავთ, ტონალი კი იმის გათვალისწინებით, რომ მან წინა-სასეზონო მოსამზადებელი პერიოდი გამოტოვა, მატჩის დაწყება სათადარიგო სკამზე მოუწევს.

Leave a Reply

Your email address will not be published.