Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

65 მილიონი ევრო და ხორდი ალბა ლაუტაროს სანაცვლოდ

Tuttosport-ის ინფორმაციით, ბარსელონამ ინტერს ლაუტარო მარტინესის ტრანსფერზე ახალი წინადადებით მიმართა.

ბლაუგრანა მზად არის, ახალგაზრდა არგენტინელის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო და ხორდი ალბა დათმოს. გამოცემა იმასაც ამტკიცებს, რომ ნერაძური ტრანსფერში ალბას ჩართვის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მასთან ერთად მინიმუმ 80 მილიონის მიღება სურს.

არ არის გამორიცხული, რომ ინტერმა ლაუტარო მარტინესის წასვლის შემთხვევაში ბარსელონას შემტევი, ლუის სუარესი გაიფორმოს, რომელიც ბარსას გეგმებში აღარ შედის და კატალონიელები ურუგვაელ ფეხბურთელს დიდი ალბათობით კონტრაქტს გაუწყვეტენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.