Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

7 ნახევარმცველი მილანის რადარზე

როსონერი მოედნის ცენტრალური ხაზის გაძლიერებას აპირებს და მათი ყურადღება 7 ნახევარმცველისკენ არის მიბყრობილი.

მათი მიზანი ორი განცხვავებული მახასიათებლების მქონე ფეხბურთელის ყიდვაა:ფიზიკური და ტექნიკური.

ბენფიკას ფლორეტინო ლუისი მილანის მთავარი სამიზნეა.20 წლის პორტუგალიელის გაფორმებასთან მილანი იანვარში ძალიან ახლოს იყო და მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბედს კიდევ ერთხელ ცდის.

ალტერნატივა ტიემუ ბაკაიოკოა,რომელმაც მილანში დაბრუნების სურვილი უკვე დააფიქსირა.ჩელსის საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ამჟამად მონაკოს რიგებში,იჯარის წესით ირჯება და ფრანგებს მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ,რაც ნაკლებად სავარაუდოა.

მესამე მათგანი ალკმაარის ტეუნ კოპმეინერსია.მისი ფასი ბაკაიოკოს და ლუისის ღირებულებას ჩამოუვარდება,თუმცა მის შესაძენად შესაძლოა აუქციონი გამიართოს,რადგან მის სახელს უამრავი გრანდი დაუკავშირეს.

კიდევ ერთი ‘ფიზიკური’ ნახევარმცველი ჰეფრენ ტურამია,ლილიან ტურამის შვილი,რომელიც ნიცას შემადგენლობაში თამაშობს.

რაც შეეხება ტექნიკურ ნახევარმცველებს,მილანის პრიორიტეტული სამიზნე რედ ბულ ზალსბურგის ნახევარმცველი დომინიკ შობოშლაია,რომელიც რალფ რანგნიკის საყვარელი მოთამაშეა და მისი მილანში წაყვანა სურს.

კიდევ ერთი მოთამაშე,რომელიც რანგნიკს მოსწონს მარტინ ოდეგაარდია,რომელიც მადრიდის რეალის საკუთრებაშია და ამჟამად რეალ სოსიედადის რიგებში იჯარის წესით გამოდის.ბასკების შემადგენლობაში მას არაჩვეულებრივი სეზონი ჰქონდა და 28 შეხვედრაში 7 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

სიას ნანტის 21 წლის ფრანგი ფეხბურთელი,იმრან ლოუზა ასრულებს,რომლის სატრანსფერო ღირებულება 10-15 მილიონი ევროა.