Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

8 საინტერესო ფაქტი მილანი – რომას დაპირისპირებაზე

1) მილანი რომას სან სიროზე 85-ჯერ დაუპირისპირდა. 47-ჯერ გამარჯვებული როსონერი დარჩა, 19-ჯერ ჯალოროსიმ იმარჯვა, 19 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

2) მილანმა რომას ზედიზედ 2 საშინაო შეხვედრა მოუგო. უკეთესი შედეგი დიავოლოს მხოლოდ 1996 წელს ჰქონდა, როდესაც მილანის მწვრთნელი ფაბიო კაპელო გახლდათ.

3) მილანს რომა სერია ა-ს გუნდებში ყველაზე მეტჯერ ჰყავს დამარცხებული – 170 შეხვედრაში 75 მოგება.

4) ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, მილანმა ბოლო 5 შეხვედრაში დედაქალაქელებს 3-ჯერ მოუგო, ერთხელ ფრედ ითამაშა და ერთხელ დამარცხდა.

5) მილანი და რომა ერთმანეთს ოქტომბრის თვეში 23-ჯერ დაუპირისპირდნენ და ამ შეხვედრებიდან ფრე მხოლოდ 1-ხელ დაფიქსირდა. 12 შეხვედრა მილანის, 10 კი რომას გამარჯვებით დასრულდა.

6) მილანი არის ერთადერთი გუნდი სერია ა-ში, რომელმაც მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში ანგარიშის გახსნა მოახერხა, რომამ კი პირველი გოლი მხოლოდ ბენევენტოსთან მატჩში გაუშვა.

7) მილანს ვერონასთან ერთად სერია ა-ში ყველაზე კარგი დაცვა ჰყავს. სეზონის საწყის 4 ტურში დიავოლომ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა, რაც 2006/07 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო შედეგია.

8) ზლატან იბრაჰიმოვიჩმა რომას წინააღმდეგ ნათამაშებ ბოლო 2 მატჩში დუბლის გაფორმება მოახერხა. საერთო ჯამში კი შვედ ფეხბურთელს ჯალოროსის წინააღმდეგ 8 გოლი აქვს გატანილი. იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც დღესაც თამაშობენ, მასზე მეტი რომას კარში მხოლოდ ედინსონ კავანის აქვს გატანილი – 9.