Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

90-ნების 10 საუკეთესო ფეხბურთელი სერია ა-ში

1990-იანები სერია ა-ს ოქროს ხანა იყო. ჩემპიონატი სავსე იყო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებით, რაზეც ჩვენს ტოპ 10-ში არშესული ფეხბურთელების სიაც მოწმობს:

ლოთარ მათეუსი, დენის ბერგკამპი, გეორგე ჰაჯი, ფრენკ რაიკაარდი, რუდი ვოლერი, განფრანკო ძოლა, ჯუზეპე ბერგომი, ვალტერ ძენგა, ენრიკო კიეზა, ერნან კრესპო, ანტონიო ბენარივო, ოლივერ ბიერჰოფი, ვინჩენცო მონტელა, ანტონიო კონტე, დიდიე დეშამი, კრისტიან ვიერი, დარიო უბნერუ, ჯორჯ ვეა, რობერტო მანჩინი, ჯიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, რუდ გულიტი, ლილიან ტურამი, ჯანლუკა ვიალი, და სხვები.

10 – ფრანჩესკო ტოტი

ფრანჩესკო ტოტის ბავშვობიდან ერთადერთი ოცნება ჰქონდა, მორეგო ჯალოროსის მაისური და კურვა სუდის შეძახილების ფონზე რომას ნამდვილი ტიფოზებისთვის ტიტულები მოეპოვებინა. მან თავისი საყვარელი გუნდის სიყვარულით რამდენიმე გრანდი უარით გაისტუმრა, მათ შორის მადრიდის რეალი და უარი თქვა იმ ჯილდოებზე და სახელზე, რასაც ის ესპანურ გრანდში თამაშის შემთხვევაში მოიხვეჭდა.

მას უბრალოდ სურდა, რომ თავისი საყვარელი ქალაქის საყვარელი გუნდისთვის ეთამაშა და ეს იმპერატორმა 25 წლის განმავლობაში იდეალურად გააკეთა. ტოტი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და გამორჩეული ფიგურა იყო, ის რომას და ზოგადად ფეხბურთის მოყვარულებისთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად რჩება.

9 – ალესანდრო ნესტა

90-ნების შუა პერიოდში ლაციოს შემადგენლობაში გამოჩნდა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მცველი. 2002 წელს კი ნესტა მილანს შეუერთდა და თავისი სახელი გუნდის ისტორიაში ოქროს ასოებით დატოვა, თუმცა ფრანკო ბარეზის სახელის გადაფარვა მაინც ვერ მოახერხა.

8 – ზინედინ ზიდანი

სანამ ზიდანი ბლანკოსს შეუერთდებოდა და რეალის ლეგენდა გახდებოდა, მან თავისი კარიერის საუკეთესო პერიოდი ტურინის იუვენტუსის შემადგენლობაში გაატარა.

90-ნების იუვეს შესანიშნავი ფორმა, ზიზუს გამორჩეული ვარცხნილობა და მისი ელეგანტური მოძრაობები მსოფლიოს საუკეთესო მცველების წინააღმდეგ.

7 – მარკო ვან ბასტენი

ფეხბურთი ოცნებებით გარემოცული თამაშია, რომელსაც კოშმარული რეალობა ახლავს თან. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ფეხბურთის ორივე მხარე თანაბრად გამოსცადა, მარკო ვან ბასტენი გახლდათ. ადამიანი, რომელმაც ფეხბურთის უმაღლეს მწვერვალებზე მოახერხა ასვლა, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი შემტევი, რომელსაც კოჭის ტრავმის გამო კარიერის დასრულება 31 წლის ასაკში მოუწია.

ის მილანში ორი სეზონი ტკივილის ფონზე თამაშობდა და იმედი ჰქონდა, რომ ძველ ფორმას დაიბრუნებდა, თუმცა მან ტრავმის მოშუშება და ჩვენ მხოლოდ იმაზე ფიქრი და მსჯელობა შეგვიძლია, თუ კიდევ რამდენს მიაღწევდა 3-გზის Ballon d’Or-ის გამარჯვებული ტრავმა რომ არ მიეღო.

6 – ალესანდრო დელ პიერო

იუვენტუსის რიგებში ლეგენდები ყოველთვის თამაშობდნენ. ფეხბურთელები, რომლებმაც მთელი კარიერა ბებერ ქალბატონს მიუძღვნეს და გუნდის ისტორია დაწერეს.

მათგან ერთის ამორჩევა ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ არა ერთი ადამიანი, მისტერ იუვენტუსი, ერთადერთი და განუმეორებელი ალესანდრო დელ პიერო.

5 – რონალდო

რონალდომ სახელი ესპანური გიგანტების რიგებში თამაშით და 2002 წლის მუნდიალზე ნაჩვენები თამაშით გაითქვა, თუმცა იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდმა კარიერის გამორჩეული პერიოდი სერია ა-ში გაატარა.

4 – ფრანკო ბარეზი

ბარეზის ელეგანტური თამაში მსოფლიოს გამორჩეული ფორვარდების წინააღმდეგ დღესაც სამაგალითოდ რჩება. მას ლეგენდარულ ფრანც ბეკემბაუერს ადარებდნენ და მეტსახელად Kaiser Franz-იც შეარქვეს.

ის ორი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მცველად ითვლებოდა და მისი სახელის გადაფარვა ვერც დიდებულმა ნესტამ მოახერხა.

3 – გაბრიელ ბატისტუტა

მისი სტაბილურად უმაღლეს დონეზე თამაში იტალიურ ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ბატისტუტამ მოახერხა და იების მაისურით ყველა სეზონში გოლების 2-ციფრიან ნიშნულს მიაღწია.

არანაკლებ ლეგენდარული იყო მისი გოლის აღნიშვნა, ჰაერში გასროლილი წარმოსახვითი ტყვიები, რომლებიც მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს დამწუხრებულ გულს უფრო უმძიმებდა. ბატისტუტა ფიორენტინას ტიფოზებისთვის ტყვიამფრქვევით შეიარაღებული გმირი იყო.

2 – პაოლო მალდინი

5 ევროპული ტიტული, 7 სკუდეტო, 1 კოპა იტალია და 2 შესანიშნავი მწვანე თვალები – პაოლო მალდინის ეს ყველაფერი ჰქონდა.

მისი სიმშვიდის, კლასის, ბურთთან მობყრობის, ლიდერის თვისებების და საოცარი საფეხბურთო აზროვნების გამო მალდინი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ და მარცხენა მცველად ითვლება.

1 – რობერტო ბაჯო

რობერტო ბაჯოს შესახებ საუბარი დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა ვერც ერთი სიტყვა ვერ აღწერს იმ ტალანტს და თამაშის სტილს, რაც ‘Il Divin Codino’-ს ჰქონდა.

როგორც ხელოვნების ნიმუშში არ შეიძლება რაიმე ლოგიკის პოვნა, ასევე შეუძლებელია ბაჯოს თამაშის შეფასება. მის თამაშს უბრალოდ უნდა უყურო და ღმერთს მადლობა უთხრა, რომ მსოფლიოში საუკეთესო სპორტს ასეთი ტალანტი ჰყავდა.