Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

კალეხონს კორონა ვირუსი აქვს

ფიორენტინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ხოსე კალეხონის ტესტი კორონა ვირუსზე დადებითი აღმოჩნდა.

კალეხონს, რომელიც ფიორენტინას ნაპოლიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ვირუსის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აღენიშნება. ის მომავალ 10 დღეს კარანტინში გაატარებს, გუნდის სრული შემადგენლობა კი გუნდის სამწვრთნელო ბაზაზე, თვითიზოლაციაში იქნბება.