Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

იუვენტუსი მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა

ბიანკონერი მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრს განაგრძობს და ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ,CaughtOffside-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაესტროს გუნდში მილინკოვიჩ-სავიჩის ხილვა სურს.

იუვენტუსი მირალმე პიანიჩმა და ბლეზ მატუიდიმ უკვე დატოვეს და დიდი ალბათობით მათ ბედს აარონ რემსი და სამი ხედირა გაიზიარებენ, აქედან გამომდინარე გუნდის ნახევარდაცვაში ბევრი ვაკანტური ადგილი გამოჩნდება და მაესტრომ პარატიჩის სავიჩის ტრანსფერზე მუშაობა სთხოვა.

იუვენტუსის გარდა, სავიჩის შეძენა მადრიდის რეალსაც სურს. სამეფო კლუბი ლუკა მოდრიჩის შემცვლელს უკვე დიდიხანია ეძებს და მათი პრიორიტეტული ვარიანტი 25 წლის სერბი ფეხბურთელია.

მეორე საკითხია რამდენად შეელევა ლოტიტო გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდი 13-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას დაუბრუნდა, თუმცა მეორეს მხრივ, მის მიერ გამომუშავებული 70 მილიონის სანაცვლოდ, რომელსაც ლაციო ფეხბურთელის სანაცვლოდ ითხოვს, არწივები ამ თანხით ერთდროულად რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას შეძლებენ.

CaughtOffside-ს მტკიცებით, იუვენტუსი ლაციოსთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა მხარეები ამ ფაქტის დამალვას მაქსიმალურად ცდილობენ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *