აბრაჰამმა ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგა
რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტემი აბრაჰამმა ლონდონში მუხლის ოპერაცია ჩაიტარა და სარეაბილიტაციო პროცესს შეუდგა.
ინგლისელმა ფორვარდმა ჯვარედინი იოგები სპეციასთან მატჩში დაიზიანა, რის გამოც მას ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
ოფიციალურ განცხადებაში 25 წლის ფეხბურთელის მოედანზე დაბრუნების დრო მითითებული არ არის, თუმცა იტალიური წყაროების ცნობით, მას დაახლოებით 6-7 თვე გაუცდება.