აიაქსი ადლის ტრანსფერით ინტერესდება
ანტე რებიჩის გაყიდვის შემდეგ, მილანი ჯუნიორ მესიასის, დივოკ ორიგისა და იასინ ადლისთვის ახალი გუნდების ძიებაშია, ყველაზე მეტი მსურველი კი უკანასკნელ მათგანს ჰყავს.
MilanNews-ის ცნობით, ბოლო პერიოდში ადლის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს აიაქსი იჩენს, რომელიც მილანთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
წყაროს ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდი 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 7-8 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდა ნიდერლანდელებს არ უნდა გაუჭირდეთ.