Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალ-იტიჰადი მოურინიოს პასუხის მოლოდინშია…

იტალიური მედიის ცნობით, არაბული ალ-იტიჰადი რომას მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს გადაბირებას ცდილობს.

პორტუგალიელი სპეციალისტის მიმდინარე კონტრაქტი რომასთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, ამიტომ დიდია ალბათობა, რომ მოურინიომ გუნდი ზაფხულში დატოვოს.

La Repubblica-ს ცნობით, მოურინიოს მიმართ ალ-იტიჰადი ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს და მის დარწმუნებას მსუყე ხელფასით შეეცდება.