Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ატალანტასთან რთული მატჩი გველოდება, ჯუნტოლი ?…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ატალანტასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალიდნელი მატჩი. ამ ტურში არაერთი პირდაპირი დაპირისპირება გაიმართება და მატჩების დასრულების შემდეგ უკეთესი სურათი გვექნება, თუ ვინ არის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების ფავორიტი.

„შეტევის ხაზი ? ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერი მაქვს. ჩვენ კინი დაგვიბრუნდა, ვლაჰოვიჩი და მილიკი თავს კარგად გრძნობენ, ამიტომ არჩევანს უშუალოდ შეხვედრის წინ გავაკეთებ.

„ჩვენ ხვალ ძალიან რთული მატჩი გველოდება, ატალანტა ძალიან კარგ ფორმაშია, ბერგამოელებს ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, ისინი ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას განაგრძობენ და ვიცით, რომ სასურველი შედეგის მოსაპოვებლად თითოეულ ფეხბურთელს 100 პროცენტით დახარჯვა მოუწევს.

„ჯუნტოლი ? სეზონის დასრულებამდე კიდევ 30 უმნიშვნელოვანესი დღეა დარჩენილი, 5 ივნისიდან კი გუნდს არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, იქამდე ამ თემეზე საუბარი სრულიად უადგილოა. სპორტული დირექტორის არჩევანი არა ჩემი, არამედ გუნდის გასაკეთებელია.

„ნაპოლი ? მათ კომპლიმენტები ეკუთვნით, პარტენოპეი მთელი სეზონის განმავლობაში სხვებზე ძლიერი იყო და ტიტული დამსახუებულად მოიპოვა.

„პოგბა ? მან ლეჩესთან ძალიან კარგი 20 წუთი ჩაატარა, პოლს გამორჩეული ფიზიკა და ტექნიკა აქვს. სამწუხაროდ, ეს სეზონი პოგბასთვის დაწყევლილი გამოდგა, ახლა კი ნელ-ნელა ფორმას იბრუნებს, მაგრამ პროცესის დაჩქარება სწორი არ იქნება, ის მიიღებს იმდენ წუთს, რამდენისთვისაც მზად იქნება.

„ახლა ჩვენი მიზანი სერია ა-ში სეზონის ოთხეულში დასრულება, ევროპა ლიგაზე კი ფინალში თამაშია, მომდევნო სეზონიდან კი ვეცდებით, გუნდი მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გახდეს.“