Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ჩვენ მომდევნო სეზონში უკეთესები ვიქნებით, ვლაჰოვიჩის მომავალი ?…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ სეზონის ბოლო მატჩის წინ, რომელსაც ტურინული გრანდი უდინეზეს წინააღმდეგ გამართავს, პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისთებთან ისაუბრა.

„ჩვენ ამ შეხვედრას ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ ვხვდებით და გვსურს, რომ სეზონი პოზიტიურ ნოტაზე დავასრულოთ. ჩვენ კვლავ გვაქვს შანსი, ევროპა ლიგის საგზური მოვიპოვოთ, ამიტომ ამ შეხვედრას მოტივირებულები ვხვდებით.

„რთული სეზონი ? ჩემი ბიჭები რობოტები არ არიან და მოედანს მიღმა არსებულმა პრობლემებმა გუნდზე ნეგატიურად იმოქმედა, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ მოედანზე მაქსიმუმი ვაჩვენეთ და იმედი მაქვს, რომ ევროპა ლიგაზე მოხვედრას შევძლებთ, თუმცა ყველაფერი რომასა და ატალანტას შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„დაშვებული შეცდომები ? ჩვენ გასულ სეზონში დაშვებული შეცდმოების გაანალიზებას და მათ გამოსწორებას აუცილებლად შევეცდებით. შეგვეძლო, სეზონის პირველ ნახევარში უკეთ გვემოქმედა და მეტი ქულა მოგვეგროვებინა, მაგრამ ამ ყველაფერზე საუბრის დრო ახლა არ არის.

„რთული 2 სეზონი იუვეში ? მე თავიდანვე ვიცოდი, რომ იუვენტუსში დაბრუნება რთული გამოწვევა იქნებოდა, რადგან გუნდი რეკონსტრუქციის პროცესში იყო. მე გუნდში დიდი ენთუზიაზმით დავბრუნდი და ბოლო 2 დიდ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ ახალგაზრდული გუნდიდან დავაწინაურეთ 5 ფეხბურთელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ხვალ სეზონის ბოლო მატჩს გავმართავთ, 10 ივლისიდან კი გუნდი ვარჯიშსა და მუშაობას გააგრძელებს, რომ მომდევნო სეზონში გაცილებით უკეთესი თამაში ვაჩვენოთ.

„დარჩება თუ არა ვლაჰოვიჩი იუვენტუსში ? მე სატრანსფერო ფანჯარაზე საუბარს არ ვაპირებ. დუშანი ბოლო 1 კვირაა სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს, ამიტომ ის ხვალ ვერ დაგვეხმარება. ასევე ვერ ითამაშებენ ბრემერი, ფაჯოლი, პოგბა, დე შილიო და კაიო. დუშანს აქვს პოტენციალი, რომ დიდებული კარიერა ჰქონდეს.

„ვესაუბრე თუ არა გუნდის ხელმძღვანელობას ? ჩვენ ხვალ სეზონს დავასრულებთ, შემდეგ კი სამომავლო გეგმებზე საუბარი გვექნება. ჩვენ კარგი საფუძველი გვაქვს, ახლა კი მცირე დეტალები უნდა დავამატოთ. სატრანსფერო ფანჯარაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მჯერა, რომ მომდევნო სეზონი იუვენტუსისთვის წარმატებული იქნება.“