ალეგრი:“ ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის ფინალში და მეორე პოზიციის შენარჩუნებაა“
იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ სევილიასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„სევილია შესანიშნავი და ძალიან გამოცდილი გუნდია, რომელიც ამ ტურნირზე თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ძალიან რთული მატჩები გველოდება.
„CONI-ს მოტივი ? ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ გუნდმა ეს სიტუაცია ერთხელ უკვე დაძლია და უფრო ძლიერი გახდა, ამიტომ ჩვენს თამაშზე მოედანს მიღმა მიმდინარე მოვლენები გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენი მიზანი ევროპა ლიგის ფინალში თამაში და მე-2 პოზიციის შენარჩუნებაა.
„სასტარტო შემადგენლობა ? ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, მაგრამ ჩვენ კარგად ვიმუშავეთ, კარგ ფორმაში ვართ და ვიცით, რომ როგორც სასტარტო თერთმეტეულის, ასევე შეცვლაზე შესული ფეხბურთელების კარგი თამაშიძალიან მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რომელიც ჩვენ ხვალ ვერ დაგვეხმარება, ბრემერია, რომელიც გადაღლილია და დასვენება სჭირდება.
„3-მცველიანი თუ 4-მცველიანი სქემა ? ჩვენ თავი 10-11 ფეხბურთელით უნდა დავიცვათ და შეტევაშიც გუნდურად ვიმოქმედოთ.“