ალეგრი:“ ფიორენტინა-იუვეს დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია…“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაქს ალეგრიმ ფიორენტინასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„პირველ რიგში, მინდა ჩემი და სრულიად იუვენტუსის სახელით ტოსკანაში წყალდიდობის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო, ეს მატჩზე გაცილებით მნიშვნელოვანია.
„ხვალინდელ შეხვედრას რაც შეეხება, იუვენტუსსა და ფიორენტინას შორის დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია. ეს მატჩი როგორც გუნდებისთვის, ასევე ტიფოზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც დაპირისპირებას დამატებით ინტერესს სძენს, ამიტომ ხვალინდელი მატჩი ყველა თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
„ვინ ითამაშებს მარჯვენა ფლანგზე ? ვეას ტრავმის ფონზე, დიდი ალბათობით მის პოზიციას მაკკენი დაიკავებს.
„კინი ? ის ფიზიკურად, ტექნიკურად და რაც მთავარია მენტალურად ძალიან განვითარდა. მოიზემ მუშაობა და განვითარება უნდა გააგრძელოს, თუმცა მე მისი პროგრესის გამო კმაყოფილი ვარ. ჩემი ფორვარდები თავს კარგად გრძნობენ და მათ იციან, რომ მატჩისთვის მზად უნდა იყვნენ იმის მიუხედავად, იქნებიან თუ არა სასტარტო შემადგენლობაში.
„ფიორენტინა ? ვფიქრობ, რომ მათ იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი შემადგენლობა ჰყავთ. ფიორენტინას რიგებში არიან როგორც ფიზიკური, ასევე ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებიც ნებისმიერ გუნდს პრობლემებს შეუქმნიან. ჩვენ წინ რთული შეხვედრა გველოდება და ვიცით, რომ სასურველი შედეგის მისაღწევად ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს.
„კიეზა ? ის თავს უკეთ გრძნობს, მისი ფიზიკური კონდიციები უმჯობესდება, რაც ფედეს თამაშზეც აისახება. მან ვერონასთან მატჩში მოედანზე შესვლისთანავე არაერთი მომენტი შექმნა.
„სულე ? მე ვიცოდი, რომ ის ფროზინონეში თავს კარგად წარმოაჩენდა. ის იუვენტუსშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა იჯარით გადასვლა გუნდში, სადაც მეტი სათამაშო დრო ექნებოდა, სწორი გადაწყვეტილება იყო.
„კიეზა და ვლაჰოვიჩი ? მათ იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან იუვენტუსისთვის, ისევე როგორც მილიკი, კინი და ილდისი. ჩვენ უნდა ვითამაშოთ გუნდურად და პერსონალური ძლიერი მხარეები გუნდური წარმატების მისაღწევად გამოვიყენოთ.
„მატჩის შესაძლო გადადება ? ამ საკითხზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ადამიანები მიიღებენ, რომელსაც ჩვენ უსიტყვოდ დავემორჩილებით.“