Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ ფიორენტინასთან თამაში მარტივი არასოდეს არის…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ფიორენტინასთან მატჩი შეაფასა.

„ფიორენტინას წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის და გამონაკლისი არც ეს შეხვედრა გამოდგა. ისინი ყოველთვის შეტევაზე ფიქრობენ და მოედანზე ბევრს მოძრაობენ, თუმცა ბიჭებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს და მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

„ჩვენ კონტრ-შეტევების უკეთ გამოყენება და მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ მთავარი არის ის, რომ გუნდმა მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და სახლში 3 ქულა მიგვაქვს.

„დაცვითი სტილი ? მატჩებში შენ კარგი დაცვითა და თავგანწირვით იმარჯვებ. ფიორენტინამ კარგი მატჩი ჩაატარა და ჩვენ მათ კომპლიმენტი უნდა ვუთხრათ, ჩვენ კი თავს ძალიან კარგად ვიცავდით, მეტოქეს ბევრი მომენტის შექმნის საშუალება არ მივეცით და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.

„მირეტი ? მისი გოლის გამო ბედნიერი ვარ. მას ხშირად აკრიტიკებდნენ და ბევრს ავიწყდება, რომ ის ძალიან ახლაგაზრდაა და ჩვენ ფაბიოს განვითარების დრო უნდა მივცეთ.“