ალეგრი:“ კიეზა ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის, ინტერი ძალიან ძლიერი მეტოქეა…“
იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ კოპა იტალიაზე გასამართლი ნახევარფინალური მატჩის წინ, რომელშიც ბიანკონერის მეტოქე ინტერი იქნება, პრეს-კონფერენცია გამართა.
„ეს ნახევარფინალია, ჩვენ წინ რთული მატჩი გველოდება ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. მათ ძალიან ფიზიკური და ტექნიკურად განსწავლული გუნდი ჰყავთ, რამდენიმე მარცხის ფონზე კი მოედანზე ორმაგად მოტივირებულები გამოვლენ და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
„როგორ მატჩს ველოდები ინტერისგან ? ცუდი ფორმის მიუხედავად, ინტერს შესანიშნავი შემადგენლობა და ძალიან კარგი მწვრთნელი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ორივე გუნდისთვის კოპა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ წინ კარგი სანახაობა გველოდება.
„კიეზა ? ის ხვალინდელი მატჩისთვის მზად არის, ფედე სათადარიგოთა სკამზე იქნება. მან ავსტრიაში შემოწმება ჩაიტარა და არანაირი გართულება არ დაუდადსტურდა.
„ალექს სანდრო ? ის თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ ხვალინდელ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. რუგანი თავს კარგად გრძნობს, ბონუჩი კვირის ბოლოს დაგვიბრუნდება, პოგბა კი გუნდთან ერთად ვარჯიშს ოთხშაბათიდან დაიწყებს და ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას ეცდება.
„დატვირთული გრაფიკი ? იუვენტუსი 3 დღეში ერთხელ თამაშს მიჩვეულია, ჩვენ ყველა ტურნირზე მაქსიმალურად შორს გასვლა გვსურს და ეს გუნდისთვის არანაირი პრობლემა არ არის.
„ლოკატელის პროგრესი ? ის მიმდინარე სეზონის მსვლელობისას ძალიან განვითარდა, მაგრამ მანუს გაცილებით მეტის პოტენციალი აქვს. ის ნამდვილი იუვენტინოა, აქვს ხასიათი და მენტალობა იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყოს.“