ალეგრი:“ მნიშვნელოვანი მატჩი, ჩვენ პოზიტიური სერია უნდა გავაგრძელოთ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაქს ალეგრიმ კალიარისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ პოზიტიური სერია გვაქვს, რომლის გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის შეხვედრა, რომელშიც სასწორზე 3 ქულა დევს და ჩვენ სირთულეებისთვის, რომლებსაც კალიარი აუცილებლად შეგვიქმნის, მზად უნდა ვიყოთ.
„ვლაჰოვიჩი სკამზე ? კინი ძალიან კარგ ფორმაშია, ამიტომ ამ ეტაპზე მისი ძირითადში დაყენება გადავწყვიტე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სათადარიგოთა სკამიდან ხარისხიანი ფორვარდების ჩართვა შეგვიძლია.
„ინტერთან მატჩი ? ახლა ჩვენთვის მთავარი შეხვედრა კალიარის წინააღმდეგაა და არ უნდა ვიფიქროთ თამაშზე, რომელიც 15 დღის შემდეგ გაიმართება.“