ალეგრი:“ პოგბა თამაშისთვის მზად არ არის, სატრანსფერო გეგმები ?…“
იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ, რომელიც გუნდთან ერთად ამერიკულ ტურნეში იმყოფება, ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.
„პოგბა ? არ ვფიქრობ, რომ პოლი ამერიკული ტურნეს დროს თამაშს შეძლებს. ის ჯერჯერობით გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. პოგბას სიტუაცია უმჯობესდება, მაგრამ თამაშისთვის მზად არ არის და ვფიქრობ, რომ მოცდა კიდევ 1 თვე მოგვიწევს.
„ტრანსფერები ? ჩვენ გუნდის გასაძლიერებლად კიდევ 1 თვე გვაქვს წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ძლიერი შემადგენლობა გვყავს. არ დაგავიწყდეთ, იუვენტუსმა გასულ სეზონში მე-3 პოზიცია დაიკავა. ჯერ არ ვიცით, ვითამაშებთ თუ არა ევროპაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია და თუ ჩვენ კონფერენს ლიგაზე თამაშის საშუალებას მოგვცემენ, უფრო ღრმა შემადგენლობა გვჭირდება.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანის სიტუაციას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი მიზანია, ვლაჰოვიჩი სეზონის სტარტისთვის საუკეთესო ფორმაში იყოს.
„იუვენტუსის სქემა ? ფეხბურთელების მახასიათებლებიდან გამომდინარე, ჩვენ გავაგრძელებთ იმ ფორმაციით თამაშს, რომელსაც გასულ სეზონში ვიყენებდით.
„წინ ძალიან გრძელი დართული სეზონი გველოდება, ჩვენ განვითარება უნდა გავაგრძელოთ და ახალგაზრდებს, რომლებიც გუნდს ახლა შემოუერთდნენ, მშვიდად მუშაობის საშუალება მივცეთ. როგორც უკვე ვთქვი, ახლა მთავარი ვიცოდეთ, ვითამაშებთ თუ არა კონფერენს ლიგაზე.
„ჩვენ არ ვაპირებთ ტრანსფერის განხორციელებას იმიტომ, რომ ვალდებულები ვართ. ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და ტრანსფერს განვახორციელებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფეხბურთელი ჩვენ რეალურად გაგვაძლიერებს.
„იუვენტუსის მიზანი მომდევნო სეზონში ? ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლაა, რაც როგორც სპორტული, ასევე ფინანსური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია. გასულ სეზონში ჩვენ მენტალურად ძალიან რთული მომენტები გვქონდა, მაგრამ მესამე პოზიციის დაკავება მაინც შევძელით.“