Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ რთული მატჩი კალიარისთან, ჩვენ მე-5 პოზიციასთან სხვაობა უნდა გავზარდოთ…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაქს ალეგრიმ კალიარისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ხვალ კიდევ ერთი რთული და მნიშვნელოვანი მატჩი გველოდება, რომელშიც მე-5 პოზიციასთან სხვაობის გაზრდის შანსი გვექნება და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

„ვინ იქნება კაპიტანი დანილოსა და რაბიოს არყოფნაში ? ლოკატელი. მან გუნდთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და გვინდა, რომ ასეთი საჩუქარი გავუკეთოთ.

„ვინ იქნება კარში ? შესნი. ევროპულ თასებზე არყოფნის გამო, ეს პერინისთვის რთული სეზონი იქნება, მას უფრო ნაკლები დრო მიეცემა.

„როგორ შეხვედრას ველოდები ? რანიერის გუნდების წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის და მე გამონაკლისს არც ხვალ ველოდები. ჩვენ მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გავიდეთ. ხვალინდელი მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ სხვა შეხვედრებზე არ უნდა ვიფიქროთ.“