Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი შესაძლოა მილანში დაბრუნდეს ?

იტალიური წყაროების ცნობით, მაქს ალეგრი მიმდინარე სეზონის ბოლოს შესაძლოა მილანის რიგებში დაბრუნდეს.

გამოემა Telelombardia-ს ინფორმაციით, მაქსის იუვენტუსიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია და იტალიელი სპეციალისტის წარმომადგენელმა მისთვის ახალი გუნდის ძებნა უკვე დაიწყო.

წყაროს ცნობით, მაქსის წარმომადგენელმა კლიენტის სამსახური მილანს და პირადად ზლატან იბრაჰიმოვიჩს შესთავაზა და ახლა მათი პასუხის მოლოდინშია.

პიოლის მომავალთან დაკავშირებით იტალიურ მედიაში უკვე დიდი ხანია აქტიურად იწერება და თუ მისმა გუნდმა დღეს რომა ვერ დაამარცხა, სტეფანო დიდი ალბათობით გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს…