Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, რასიზმთან ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ატალანტასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა მწუხარება გამოვთქვა რასისტული შეძახილების გამო, რომელსაც ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ვისმენდით. არ აქვს მნიშვნელობა, ხარ შენ თეთრი, შავი, ყვითელი, თითოეული ჩვენგანი თანასწორია და ჩვენ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.

„მატჩს რაც შეეხება, ბიჭებმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, ატალანტა ძალიან კარგი გუნდია, რომელის შესანიშნავ ფორმაშია და ბერგამოდან 3 ქულის წაღება ჩვენ დამატებით თავდაჯერებულობას გვაძლევს.

„ილინგი ? ის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე არ ითამაშებს და ჩვენთან დარჩება. მან დღეს შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, აჩვენა თავისი ტექნიკური შესაძლებლობები, ხასიათი და სისწრაფე.

„რატომ გავუბრაზდი პოლს ? მისი მახასიათებლების მქონე ფეხბურთელი ბურთს ასე მარტივად არ უნდა კარგავდეს, თუმცა მან დამამშვიდა და მითხრა:“ მისტერ, დამშვიდდი.

„იყო თუ არა ვლაჰოვიჩის გაფრთხილება მსაჯის მხრიდან სწორი ? ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებას მსაჯი იღებს. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვლაჰოვიჩმა ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა და მაქსიმალურად ცდილობდა, რასისტული გამონათქვამებისთვის ყურადღება არ მიექცია, რაც მარტივი არ არის.“