Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრი:“ წინ ურთულესი მატჩები გველოდება…“

იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„როტაცია ? ეს სრულიად ნორმალურია, ჩვენ ევროპა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება, ამიტომ თითოეული ფეხბურთელი გვჭირდება. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი. გუშინდელი შედეგების ფონზე, ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ჩვენ მინიმუმ 73 ქულა გვჭირდება.

„ილინგი ? ის არის ფეხბურთელი, რომელმაც თავისი შესაძლებლობები უკვე არაერთხელ დაამტკიცა და სასტარტოში ყოფნა დაიმსახურა. ჩვენ დღეს გვჭირდება გუნდური თამაში, რადგან ატალანტას ძალიან ფიზიკური და ტექნიკური შემადგენლობა გვყავს და სირთულეებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„წინ ძალიან რთული და მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება როგორც სერია ა-ში, ასევე ევროპა ლიგაზე, ამ ყველაფერს კი გუნდი არა ინდივიდუალური ოსტატობის, არამედ გუნდურობის ხარჯზე უნდა გაუმკლავდეს.“