ალეგრი:“ წინადადება არაბეთიდან ? იუვენტუსს ასეთ რთულ სიტუაციაში ვერ დავტოვებდი“
იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ ჟურნალისტებთან საინტერესო თემებზე ისაუბრა და მის მიმართ არაბული გუნდებისგან არსებული ინტერესი დაადასტურა.
„რატომ არ ვათამაშე უდინეზესთან პოგბა ? ჩვენ პოლის დახმარება არ დაგვჭირდა, ამიტომ ზედმეტ რისკზე წასვლას არანაირი აზრი არ ჰქონდა. იმედი მაქვს, რომ პოლი ფორმას მოკლე დროში დაიბრუნებს, რადგან ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
„250-ე გამარჯვება იუვეს რიგებში ? მე სტატისტიკას არ ვუყურებ. ბედნიერი და იღბლიანი ვარ, რომ იუვენტუსში 8 წელი მუშაობის პრივილეგია მაქვს, ამ დიდი ოჯახის წევრობა ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. თუ მე 250 გამარჯვებას მივაღწიე, ეს მთლიანად ჩემი ფეხბურთელების დამსახურებაა.
„არის თუ არა ეს ახალი იუვე ? ეს არის იუვე, რომელმაც საშუალო ასაკი საგრძნობლად შეამცირა, ამიტომ ჩვენ მოედანზე საგრძნობლად მეტი უნდა ვიმოძრაოთ. გუშინდელი მატჩის მეორე ტაიმში ჩვენ ისეთი ინტენსიურები აღარ ვიყავით, როგორებიც პირველ ნახევარში და ამ ასპექტში უნდა მოვუმატოთ.
„სკუდეტო ? წინ გრძელი სეზონი გველოდება, ჩვენი პრიორიტეტული მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, რომელიც ჩვენ წაგვართვეს იმის მიუხედავად, რომ გასულ სეზონში მე-3 პოზიცია დავიკავეთ.
„უარი არაბულ გუნდებს ? იუვენტუსის ასეთ რთულ მომენტში დატოვება სწორი არ იქნებოდა. გუნდში უამრავი ახალგაზრდა ტალანტი ირიცხება, რომლებიც გუნდს ნათელ მომავალს ჰპირდებიან. ილდისი, აილინგი, ფაჯოლი და სხვები, იუვეს ნათელი მომავალი აქვს.“