ალეგრი:“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება, ინტერთან მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს…“
იუვენტუსის თავკაცმა მაქს ალეგრიმ კალიარისთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მოპოვებულმა სამმა ქულამ ჩვენ სატურნირო ცხრილში ძალიან კარგ პოზიციაზე დაგვაყენა. კალიარი კარგ ფორმაშია და მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არ იყო, თუმცა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
„2-0-ის შემდეგ, ჩვენ ბურთს სწრაფად აღარ ვამოძრავებდით, ვუმატეთ შეცდომებს და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება მივეცით. ჩვენ ადრე თუ გვიან გოლი მაინც უნდა გაგვეშვა და მოხარული ვარ, რომ ამან შედეგზე ვერ იმოქმედა.
„ფორვარდების მშრალი სერია ? მე ამ საკითხზე არ ვნერვიულობ. ჩვენ მატჩიდან მატჩამდე უფრო მეტ შანსს ვქმნით, გოლები კი აუცილებლად მოვა.
„მაკკენი ? ვფიქრობ, რომ მასზე იჯარით გატარებულმა სეზონმა პოზიტიურად იმოქმედა. მაკკენი ძალიან კარგ ფორმაშია, მისი ფიზიკურობა კი ჩვენ გვეხმარება.
„ინტერთან მატჩი ? ინტერი სკუდეტოსთვის ბრძოლაში გამოკვეთილი ფავორიტია, მაგრამ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.“