Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალეგრის პოტენციური შემცვლელების სიაში იტალიანო დაწინაურდა

იტალიურ მედიაში მაქს ალეგრის იუვენტუსიდან წასვლისა და მისი პოტენციური შემცვლელების შესახებ საუბრები არ წყდება.

აქამდე ტურინულ გრანდს ყველაზე აქტიურად მარსელის თავკაცს იგორ ტუდორს უკავშირებდნენ, თუცმა ცნობილი იტალიელი ჟურნალისტისა და იუვენტუსის ინსაიდერის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ტურინულ გრანდს ახალი ფავორიტი ჰყავს.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის იუვენტუსის ხელმძღვანელობის პრიორიტეტი ფიორენტინას თავკაცი ვინჩენცო იტალიანოა, რომელმაც ფიორენტინას რიგებში თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა და მის მიმართ ინტერესს იუვეს გარდა ნაპოლიც იჩენს…