Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ალმერიას მცველი მილანისა და ინტერის სატრანსფერო სიაში

Sky Sport-ის ინფორმაციით, მილანი და ინტერი ალმერიას ფეხბურთელის მარკ პუბილის ტრანსფერით ინტერესდებიან.

20 წლის მარჯვენა მცველი ლა ლიგაში შესანიშნავად გამოიყურება და ლომბარდიული გრანდების მხრიდან არსებული ინტერესი გასაკვირი არ არის.

წყაროს ცნობით, ალმერია ახალგაზრდა ესპანელის სანაცვლოდ დაახლოებით 10 მილიონ ევროს ითხოვს.