Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ანჩელოტი:“ ნაპოლი-მილანი დაბალანსებული მატჩი იქნება, ინტერი ბენფიკასთან აუტსაიდერია…“

მადრიდის რეალის თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ მილანი-ნაპოლის მოახლოებულ მატჩზე, ბენფიკასთან ინტერის შანსებსა და იტალიის ნაკრებზე ისაუბრა.

„მილანი-ნაპოლის დაპირისპირება ძალიან დაბალანსებული იქნება, რომელშიც ფავორიტის დასახელება რთულია. ასეთ მატჩებში ფეხბურთელები განსაკუთრებულად მოტივირებულები არიან და იციან, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ეპიზოდს.

„ამ წყვილში ფავორიტის დასახელება გამიჭირდება. ნაპოლის შესანიშნავი სეზონი აქვს, მილანი კი უფრო არასტაბილურია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ორივე გუნდის მიზანი მომდევნო ეტაპზე გასვლაა და დანებებას არც ერთი მათგანი არ აპირებს.

„ბენფიკა-ინტერი ? ფურცელზე ფავორიტი ბენფიკაა, რომელიც ბოლო წლებში ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებს, თუმცა ეს ინტერისთვის არის შანსი, რომ არც თუ ისე კარგი სეზონი შემოატრიალოს.

„იტალიის ნაკრები ? მანჩინი მართალია, იტალიური ფეხბურთი საერთაშორისო დონის ფორვარდების გაზრდას ვერ ახერხებს, ამიტომ აძურის ისეთი უცნობი ტალანტების პოვნა უწევს, როგორიც რეტეგია.“