ანჩელოტი:“ ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე გასამარჯვებლად ყველაფერი აქვს“
რეალის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ნაპოლის მიმართ საქებარი სიყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ პარტენოპეის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.
„ნაპოლიში გატარებული პერიოდი ? როდესაც მწვრთნელი გუნდის ნდობას კარგავს საუკეთესო გამოსავალი თანამშრომლობის შეწყვეტაა და ვფიქრობ, რომ ჩემი გუნდიდან წასვლა ყველასთვის საუკეთესო ვარიანტი იყო.
„სპალეტი ? ნაპოლიმ გუნდში, გასახდელში ძალიან ბევრი რამ შეცვალა, გაუშვა ძველი ლიდერები და მათ რიგებში გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები, ლუჩიანო კი დიდებული მწვრთნელია, რომელსაც ზურგს გამოცდილება უმაგრებს. ის ტაქტიკის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამ კომბინაციით კი ნაპოლის წარმატებების მიღწევა შეუძლია.
„ჩემპიონთა ლიგა ? ნაპოლის აქვს ყველაფერი, რომ ამ ტურნირზე წარმატებას მიაღწიოს. მეოთხედფინალურ ეტაპზე შემთხვევით გასვლა შეუძლებელია და მეტ-ნაკლებად გამარჯვების შანსი ყველას აქვს. მნიშვნელოვანია, რომ შენ საკუთარი თავის ძალების რწმენა გქონდეს.“