არა მხოლოდ ჯუნტოლი, იუვე ნაპოლიდან მთავარი სკაუტის გადმობირებას ცდილობს
იტალიურ მედიაში ნაპოლის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის იუვენტუსში გადაბარგების შესახებ ცნობები არ წყდება, თუმცა როგორც ჩანს, ბიანკონერი პარტენოპეის კიდევ ერთ წევრს უმიზნებს, რომელსაც საჩემპიონო გუნდის აშენებაში არანაკლები წვლილი მიუძღვის.
SportMediaset-ის ცნობით, ტურინული გრანდი ნაპოლის მთავარი სკაუტის მაურიციო მიკელის გადაბირებასაც ცდილობს, რომელმაც წლების განმავლობაში გუნდს არაერთი გამორჩეული ტალანტი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია აპოვნინა.
წყაროს ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და საკმაოდ დიდია შანსი, სეზონის ბოლოს ორივე მათგანი იუვენტუსის რიგებში ვიხილოთ.