არაბები ჩალჰანოღლუს ტრანსფერით ინტერესდებიან
იტალიური წყაროების ცნობით, არაბული ალ-აჰლი ინტერის ნახევარმცველის ჰაკან ჩალჰანოღლუს ტრანსფერით ინტერესდებიან.
FcInterNews-ის ცნობით, ინტერი თურქი ფეხბურთელის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე ჰაკანის სანაცვლოდ ლომბარდიულ გრანდს 35-40 მილიონ ევროს შესთავაზებს.
წყაროს ინფორმაციით, ალ-აჰლი ჩალჰანოღლუს მარკო ვერატის ალტერნატივად მიიჩნევს, რომლის ტრანსფერზე საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება…