არაბები ორიგის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებენ
მილანის ფორვარდი დივოკ ორიგი როსონერის გეგმებში აღარ შედის და გუნდი მის გაყიდვას აქტიურად ცდილობს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის ბელგიელის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს არაბული გუნდები იჩენენ, რომლებიც ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.
წყაროს ცნობით, მათთვის მილანის მიერ მოთხოვნილი 10 მილიონი ევროს გადახდა პრობლემა არ იქნება, თუმცა მთავარი წინაღობა ფეხბურთელის სურვილია, რომელიც ჯერჯერობით ევროპის დატოვებას არ აპირებს.