არაბული გუნდები დიბალას გაფორმებას ეცდებიან
იტალიური მედიის ინფორმაციით, არაბული გუნდები რომას არგენტინელი ვარსკვლავის პაულო დიბალას გადაბირებას ეცდებიან.
ლა ხოიას მიმდინარე კონტრაქტი რომასთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და მის ხელშეკრულებაში არსებული პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ არაიტალიელ გუნდს ფეხბურთელის გამოსყიდვა ზაფხულში 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.
რომა დიბალასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასა და აღნიშნული პუნქტის ამოღებას ცდილობს, თუმცა მხარეებს შორის ჯერჯერობით შეთანხმება ვერ ხერხდება, დანიელე ლონგოს ცნობით კი არაბები დიბალას რომაზე გაცილებით მაღალ ხელფასს სთავაზობენ…