Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არაბული გუნდი იმობილესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

იტალიური წყაროების ცნობით, ერთ-ერთი არაბული გუნდი ლაციოს კაპიტანთან ჩირო იმობილესთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და მისი იანვარში გაფორმების იმედი აქვს.

33 წლის ფეხბურთელს ტრავმებისა და ფორმის ნაკლებობის გამო სეზონის არც თუ ისე კარგი სტარტი გამოუვიდა, რის გამოც მან ნაკრებში ადგილი დაკარგა და არ არის გამორიცხული, ამჯერად არაბების წინადადებაზე თანხმობა განაცხადოს.

Il Messaggero-ს ცნობით, იმობილეს არაბული ალ-სჰაბააბი 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხელფასის სახით კი ის საერთო ჯამში 35 მილიონ ევროს მიიღებს.