Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არნაუტოვიჩი იუვენტუსთან მატჩისთვის ინტერის განკარგულებაში იქნება

ინტერის ფორვარდის მარკო არნაუტოვიჩის ტრავმა სერიოზული არ არის და მომდევნო მატჩში ის სიმონე ინძაგის განკარგულებაში იქნება.

34 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ნაკრებში თამაშის დროს მიიღო და მილანში ნაადრევად დაბრუნდა, სადაც სამედიცინო შემოწმება ჩაიტაა.

Corriere dello Sport-ის ცნობით, არნაუტოვიჩს არანაირი ტრავმა არ დაუდასტურდა, ამიტომ ის ხვალიდან სრული დატვირთვით ვარჯიშს გააგრძელებს და Derby d’Italia-ს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.