არნაუტოვიჩი ზალცბურგთან მატჩისთვის მზად არის
ინტერს ლაზარეთიდან მარკო არნაუტოვიჩი უბრუნდება და ის მომდევნო მატჩისთვის გუნდის განკარგულებაში იქნება.
34 წლის ფორვარდმა ტრავმა ემპოლისთან მატჩის მსვლელობისას მიიღო და მას შემდეგ რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწია, თუმცა Sky Sport-ის ცნობით, დღეს ავსტრიელმა სრული დატვირთვით ივარჯიშა და მომდევნო მატჩიდან გუნდის დახმარებას შეძლებს.