არსენალი დიასის ტრანსფერზე მუშაობს…
იტალიური მედიის ინფორამციით, არსენალი ბრაჰიმ დიასის ტრანსფერით ინტერესდება და რეალთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.
ესპანელი ფეხბურთელის მიმდინარე იჯარა მილანში სეზონის ბოლოს იწურება და როსონერის მისი 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის უფლება აქვს, ბლანკოსს კი ფეხბურთელის დაბრუნება 26-27 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.
მილანს იმედი ჰქონდა, რომ დიასის გამოსასყიდი თანხის შემცირებას და მის შენარჩუნებას შეძლებდა, მაგრამ SportMediaset-ის ცნობით, ესპანელის მიმართ ინტერესს არსენალი იჩენს, რომელიც ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს იხდის და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ლომბარდიულმა გრანდმა ინგლისელებთან აუქციონში ჩართვა მოისურვონ…