Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალი ვლაჰოვიჩის მიმართ ინტერესს არ კარგავს

არსენალი იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის გაფორმებას კიდევ ერთხელ ზაფხულში ეცდება.

ლონდონელები სერბი შემტევის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენენ და იტალიელი ჟურნალისტის მირკო დი ნატალეს ინფორამციით, ინგლისელები იუვენტუსთან მოლაპარაკებების განახლებას ზაფხულში გეგმავენ.

იუვენტუსი ვლაჰოვიჩის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 80-90 მილიონს გადაიხდის, ბიანკონერი დიდი ალბათობით მის გაშვებას დათანხმდება.