Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

არსენალის მცველი რომას სატრანსფერო სიაში…

რომა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის დაცვის გასაძლიერებლად შესაბამისი კანდიდატების ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ცნობით, ამჯერად ჯალოროსის ყურადღება არსენალის იაკუბ კივიორმა დაიმსახურა.

23 წლის პოლონელი მეთოფეების რიგებში ბევრ სათამაშო დროს ვერ ღებულობს, რის გამოც იანვარში გუნდის დატოვება სურს და მისი ერთ-ერთი მთავარი მსურველი სწორედ რომა გახლავთ.

Il Tempo-ს ცნობით, ჯალოროსი 23 წლის ფეხბურთელის 6-თვიანი იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.