არტური:“ ზაფხულში იუვენტუსში დავბრუნდები…“
იუვენტუსის საკუთრებაში მყოფმა არტურ მელომ, რომელიც იჯარის წესით ლივერპულის რიგებში ასპარეზობს, დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს ტურინულ გრანდს დაუბრუნდება.
26 წლის ფეხბურთელმა ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში მოედანზე სულ 256 წუთი გაატარა და თავი ვერც გოლით, ვერც საგოლე გადაცემით ვერ გამოიჩინა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სქაუზერები მის გამოსყიდვას არ აპირებენ.
„მე სეზონის ბოლოს იუვენტუსში დავბრუნდები, ჩვენს შორის დიდი პატივისცემა არსებობს, მე გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წელი მაკავშირებს.
„ლა ლიგაში შესაძლო ტრანსფერი ? მე ჩემი მომავლის თაობაზე ჯერ არც ჩემს აგენტთან და არც იუვენტუსთან არ მისაუბრია, თუმცა ლა ლიგა არის ჩემპიონატი, სადაც ადაპტაცია შესანიშნავად გავიარე და ვფიქრობ, რომ იქ თავის საუკეთესოდ წარმოჩენა შემეძლება.“