ასენსიოს უარი მილანსა და იუვეს, ის ასტონ ვილას უახლოვდება
არაერთი წყაროს ცნობით, რეალის ვინგერი მარკო ასენსიო იტალიურ გუნდებს უარით გაისტუმრებს და კარიერას ინგლისში გააგრძელებს.
27 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი რეალთან სეზონის ბოლოს იწურება და მისი გაფორმება თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანსა და იუვენტუსს სურთ, თუმცა SportItalia-ს ცნობით, ესპანელი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, იტალიური გრანდები ასტონ ვილას, რომელიც ფეხბურთელს წლიურად 7-8 მილიონ ევროს სთავაზობს, კონკურენციას ვერ გაუწევენ და მისი ხილვა სერია ა-ში რთული წარმოსადგენია.