Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ასტონ ვილა რომას ფორვარდით ინტერესდება

ბრიტანული წყაროების ცნობით, ასტონ ვილა რომას ინგლისელი შემტევის ტემი აბრაჰამის ტრანსფერით ინტერესდება.

აბრაჰამი მიმდინარე სეზონში ჯალოროსის ტრავმის გამო ვერ ეხმარება და მისი დაბრუნება თებერვალში არის დაგეგმილი, თუმცა არის იმის შანსი, რომ ინგლისელმა რომას მაისურით აღარ ითამაშოს.

TeamTalk-ის ცნობით, ასტონ ვილა აბრაჰამის ტრანსფერით სერიოზულად ინტერესდება, ჯალოროსი კი მისი 40-45 მილიონ ევროდ გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, მიღებულ თანხას კი ჯალოროსი რომელუ ლუკაკუს გამოსყიდვისთვის გამოიყენებს.