Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ასტონ ვილას კოლოსალური წინადადება ვლაჰოვიჩის სანაცვლოდ…

გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, ასტონ ვილა იუვენტუსის ფორვარდის დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ინტერესდება.

წყაროს ცნობით, სერბი ფეხბურთელი ინგლისელებისთვის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პრიორიტეტული სამიზნე იქნება და ტურინულ გრანდს მის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

23 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.