Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა და ბერლინი აილინგ-ჯუნიორის ტრანსფერით ინტერესდებიან

იტალიური მედიის ცნობით, ატალანტა და უნიონ ბერლინი იუვენტუსის ტალანტის სამუელ აილინგ-ჯუნიორის ტრანსფერით ინტერესდებიან.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, 19 წლის ფეხბურთელის გაყიდვა, რომელიც ტურინულმა გრანდმა 2020 წელს ჩელსიდან 130,000 ევროს სანაცვლოდ გაიფორმა და მის გაყიდვას 25 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს, გუნდს კაპიტალის მნიშვნელოვან ზრდას მოუტანს, თუმცა იუვენტუსს ჯერჯერობით მისი გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვეტილი არ აქვს.

წყაროს ცნობით, საბოლოო სიტყვას მაქს ალეგრი იტყვის და თუ მან ინგლისელი ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა, ტურინული გრანდი ფეხბურთელს შეინარჩუნებს.