Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ატალანტა გასპერინის ახალ კონტრაქტზე მუშაობას შეუდგა

იტალიური მედიის ცნობით, ატალანტამ ჯან პიერო გასპერინისთან ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო.

66 წლის სპეციალისტი ბერგამოში შესანიშნავად მუშაობას აგრძელებს და მის მიმართ ინტერესი როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა წამყვან ჩემპიონატებში დიდია, მაგრამ ლა დეა გასპერინის დათმობას არ აპირებს.

იტალიელის მიმდინარე კონტრაქტი ატალანტასთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და ბერგამოელები მას ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივებას სთავაზობენ.